LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერფინგის დაფა Jaguar Land Rover–ისგან

75

Jaguar Land Rover–მა თავის ისტორიაში პირველი სერფინგის დაფა გამოუშვა, მასთან ერთად დაფების დამზადებაში კომპანია SkunWorks Surf Co–მ მიიღო, რომელიც გარემოში ნარჩენების მოცულობის შემცირებით არის დაკავებული.

Jaguar Land Rover–მა სერფინგის დაფები საავტომობილო პლასტმასისგან, პოლიურეთანისგან დაამზადა. პირველი დაფები დამატებითი სიმყარისთვის ნახშირბადის ბოჭკოთი აღჭურვეს. სერფინგის დაფა Discovery Sport–ის მაკეტისგან დამზადდა, რომელიც 2017 წელს გაანადგურეს.

როგორც ინგლისური ბრენდის პრესსამსახურში განმარტეს, პოლიურეთანი სრულზომიანი მაკეტების შესაქმნელად, ახალი ავტომობილების დიზაინის შემუშავების ყველაზე ადრეულ ეტაპზე გამოიყენება. სწორედ მისგან კეთდება მომავალი ავტომობილის ჩონჩხი, რომელიც, როგორც წესი, ავტომობილის გაყიდვაში ჩაშვებისას ნადგურდება, სხვა დანარჩენი კომპონენტები კი გადამუშავებას ექვემდებარება.

პირველი დაფა ხელით დამზადდა და ის სპეციალურად ბრიტანეთის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილესათვის, ლუსი კემპბელისათვის არის განკუთვნილი. სერფინგის დაფების სახალხო დებიუტი ლონდონში, ტექნოლოგიების ფესტივალზე შედგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები