LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთში ამიაკით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავარდა – მოწამლულია 51 ადამიანი

124
Untitled design (1)

სერბეთის ქალაქ პიროტში ამიაკით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავარდა. ამის გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მედიასაშუალებების ცნობით, ჰაერში ამიაკის გაფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანია მოწამლული.

მომხდარი ოფიციალურად დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პიროტის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ერთი დღით შეჩერდა სწავლა ყველა სკოლაში.

შესაბამისი სამსახურები მოსახლეობა სახლებში დარჩენისკენ ოუწოდებენ.

„მთავარი რეკომენდაციაა, არ დატოვოს სახლები, არ ჩართოთ კონდიციონერები, რომ გარე ჰაერი არ შემოვიდეს და ყველა დაველოდოთ კვამლის ღრუბლის გავლას“ – აღნიშნა მერმა.

როგორც ცნობილია, ამიაკი 20 ვაგონში იყო, აირმა გამოფრქვევა 2 ვაგონიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები