LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

83
1

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერბეთის მთავრობამ ვაქცინაციის სერთიფიკატი ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე აღიარა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეებს საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.