რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სექტორი თვითნებური გახსნის გადაწყვეტილებამდე აბსურდულმა რეალობამ მიიყვანა. როგორც ბურჯანამძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მათი სურვილი არასოდეს ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩათ.
,,ეს გადაწყვეტილება მიღებულია აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში არა თუ დარგი, მასში დასაქმებული ადამიანებიც კი ვეღარ იარსებებენ. ამ გადაწყვეტილებაში რესტორატორები ხედავენ გადარჩენას. ბატონმა ფერაძემ განაცხადა, რომ მას აქვს კონტაქტი რესტორნებთან და მათგან იცის, რომ არ იხსნებიან. ეს რას ნიშნავს. ზეწოლას ახორციელებს იურიდიულ პირებზე? მეორე საკითხია ქალბატონი თურნავას განცხადება, რომ მიიღებენ ზომებს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, კანონიერ ზომებს გამოვიყენებთ - ცქიტიშვილი
„ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას"
მისივე თქმით, რეალობის აბსურდულობა გამოხატულია იმაში, რომ სასტუმროს რესტორნებით მოქალაქეები უპრობლემოდ სარგებლობენ, ხოლო ჩვეულებრივ კვების ობიექტებს ხელისუფლება ეპიდ გავრცელების წყაროდ მიიჩნევს.
,,რა განხვავებაა, თუ იქ შეიძლება სტუმრობა, რატომ არ შეიძლება 30 მეტრით დაშორებულ რესტორნებში? ამიხსნან, რატომ არის ჩემი რესტორანი განსხვავებული და ხმას არ ამოვიღებ საერთოდ“ – დასძინა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საბავშვო ცენტრები მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დაუმორჩილებლობაზე გადადიან და ბიზნესებს თვითნებურად გახსნიან.