სექტემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines სტამბოლი–ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში AviaNews-ს განუცხადეს, Pegasus სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ოპერირებას რამდენიმე კვირაში, სექტემბრის დასაწყისიდან შეუდგება.
აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დანიშვნისთვის ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, Pegasus Airlines-ი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს.
ცნობისთვის, Pegasus ამ დროისთვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით დაფრინავს.