LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან ამბროლაურში რაჭული ლორის წარმოება დაიწყება

717

სექტემბრიდან ამბროლაურში რაჭული ლორის წარმოება დაიწყება. საწარმოს მშენებლობას კომპანია ”რაჭული ლორი” მაისში დაიწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, საწარმოში წარმოებული ლორი ბაზარზე ბრენდით ”რაჭული ლორი” გამოვა.

მათივე ინფორმაციით, ქარხნის წარმადობა წელიწადში 20 ტონა იქნება და ერთი კილოგრამი ლორის ფასი საშუალოდ 20 ლარი იქნება. პირველ ეტაპზე, კომპანიაში წარმოებული ლორი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და არსებული მოთხოვნის 50%-ს დააკმაყოფილებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 350 000 დოლარია, საიდანაც თანხის 40% სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები