LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური საკანდალის შემდეგ კევინ სპეისი ახალ ფილმში პირველად გამოჩნდება

212

58 წლის მსახიობი კევინ სპეისი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება. სექსუალურ სკანდალში გახვეული მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა არსად გამოჩენილა. ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ ის თითქმის ყველა კინოპროექტიდან მოხსნეს, მათ შორის სერიალ „ბანქოს სახლიდან“, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. ამასთან ბევრმა რეჟისორმა კევინ სპეისისთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ამჯერად კი ეკრანებზე  ჯეიმს კოკსის ახალი ფილმი „მილიარდელების კლუბი“გამოდის, სადაც სპეისი მთავარ როლს ასრულებს. ეს ამავე სახელწოდების 1987 წელს გადაღებული ფილმის რიმეიკია. საინტერესოა, რომ კინოფილმი ჯერ კიდევ მაშინ გადაიღეს, სანამ სკანდალი მოხდებოდა. განსხვავება კი ისაა, რომ რეჟისორმა სპეისის გმირის ჩანაცვლებაზე უარი განაცხადა და ახალი ფილმი სწორედ მისი მონაწილეობით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ სპეისი მისმა კოლეგამ ენტონი რეპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  გამოცემა Buzzfeed News-ის ინფორმაციით, რაპმა და სპეისიმ ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს, როდესაც ორივე ბროდვეის შოუში მონაწილეობდა. მაშინ რაპი 14 წლის იყო, სპეისი კი 26-ის. როგორც რაპი ყვება, სპეისიმ ის საკუთარ ბინაში დაპატიჟა და მასთან კავშირის დამყარებას შეეცადა. ენტონი რეპი წლების განმავლობაში ამის შესახებ არავის უყვებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები