ჩხოროწყუში 70 წლის პედაგოგი, რომელსაც მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე ემუქრება.
შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
“კისერში მომიჭირა და დამიწყო კოცნა, ვეღარც ვიკივლე”- 70 წლის პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა