კანადელი მეცნიერების სენსაციური კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვის სქესის განსაზღვრა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე თვეებით ადრეა შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ თუ ბავშვის ჩასახვამდე ქალის არტერიული წნევა მაღალია, დიდი ალბათობით ბიჭი გაჩნდება, ხოლო თუ დაბალი, გოგონა.
კვლევა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყეს და მასში 1411-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. კანადიდან და ჩინეთიდან შერჩეული გოგონები ორსულობის 26-ე კვირაზე იმყოფებოდნენ. ჯამში კი 739 ბიჭი და 672 გოგო დაიბადა. მას შემდეგ რაც კვლევაში მონაწილე გოგონების ანამნეზი შეისწავლეს, მათ შორის არტერიული წნევა, გლუკოზის შემცველობა სისხლში, წონის ინდექსი და სხვა, მეცნიერები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. გაირკვა, რომ მხოლოდ არტერიული წნევა მოქმედებდა ბავშვის სქესზე: „არტერიული წნევა ესაა ფაქტორი, რომელსაც ადრე არასოდეს განვიხილავდით სქესთან მიმართებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მეთოდი მშობლებს სქესის დაგეგმვაში დაეხმარება“, – ამბობს კვლევის ავტორი, ენდოკრინოლოგი რავი რეტნაკარანი.
კვლევის დეტალები მან ჟურნალს American Journal of Hypertension გაუზიარა.