აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა.
მოსმენაზე რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც ჯონსონმა განაცხადა, კარგი იქნებოდა, თუ სენატი მიიღებდა რეზოლუციას, რომელშიც მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებდა.
„ხანდახან საკმარისად არ ვაფასებთ, რა შეუძლია გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა. როგორც ჩვენმა მომხსენებლებმა აღნიშნეს, სენატს შეუძლია მნიშვნელოვანი მესიჯების გაგზავნა განცხადებების სახით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ, ასევე, პოტენციურად შეგვიძლია რეზოლუციის გაგზავნაც. ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარტიებს, რომ დასხდნენ ერთად, გადაწყვიტონ უთანხმოება. ცხადია ამ დავის გადაჭრა მარტივი არ არის, მაგრამ მათზეა დამოკიდებული, არავის შეუძლია მათზე ზეწოლის განხორციელება. საინტერესოა, რომ ორივე პარტია ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაატარებს მის ნებას ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, ეს გვესმის დროთა განმავლობაში. ამ პარტიებზეა დამოკიდებული ყველაფერი. კარგი იქნება ამ რეზოლუციაზე მუშაობა, ვფიქრობ, რომ ეს, ასევე, იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და შეიძლება იყოს სასარგებლო.”-განაცხადა ჯონსონმა.
თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა: სენატორი ჯინ შაჰინი