LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორებთან ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე: სალომე სამადაშვილი

48
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებთან ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მსჯელობა მართლმსაჯულების რეფორმაზეც მოხდება.

სამადაშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისა, მასმედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, კვლავ გრძელდება პოლიტიკური მიზნით მართლმასჯულების გამოყენება.

„ვფიქრობ, სენატორებთან ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით დგას. ეს ორი ურთიერთკავშირშია, რადგან მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ჩვენ ქვეყანაში უკავშირდება ასევე დემოკრატიას და მის მომავალს. ამიტომ, მე ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოწვევები დგას საარჩევნო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვისაუბრო იმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოვაწერეთ, სამწუხაროდ კიდევ გრძელდება პოლიტიკური მიზნით მართლმასჯულების გამოყენება, მათ შორის, მასმედიის და პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ასევე, ვაპირებ ვისაუბრო ნატოს მოახლოებულ სამიტზე, ვისაუბრო ასევე იმ გზავნილებზე, რაც ჩვენი აზრით უნდა გაჟღერდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მსურს,პირველ რიგში ვისაუბრო სენატროებთან, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერები არიან ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, მსურს ვისაუბრო იმაზე, რომ ყოველი დღე, როცა ჩვენ წინ ვერ ვდგამთ ნაბიჯს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ამწვავებს ჩვენს რეგიონში რუსულ პროპაგანდას, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებზე, ამ თვალსაზრისით, გვჭირდება ნაბიჯების წინ გადადგმა ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ბრიუსელის სამიტზე არც საქართველო და არც უკრაინა არ იქნა მიწვეული“,- განაცხადა სამადაშვილმა.