სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 2 დაზარალებული, რომლებსაც გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა „არქიმედეში“ არიან გადაყვანილი.
ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.