LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

34
უსათაურო დიზაინი (6)

საქალაქო სასამართლომ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნათია მეზვრიშვილი: სენაკში ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ცესკოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

როგორც  ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, კახა ნარეკლიშვილი აღნიშნავს, საქალაქო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო:

“არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს შეუწყდება უფლებამოსილება, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში შუალედურ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, იგივე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს ბატონ ვახტანგ წურწუმიას შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასეთ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ვალდებული იყო დაენიშნა შუალედური არჩევნები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა და დანიშნა 12 აგვისტოს შუალედური არჩევნები. ახლა რაც შეეხება იმ არგუმენტს, რა არგუმენტზეც აპელირებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თითქოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება და ეს არ იყო ლეგიტიმური საკრებულო – ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით თვითმმართველობის კოდექსით“, – ამბობს ნარეკლიშვილი.

საიას წარმომადგენლის, ნიკა მაღედანის თქმით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

“სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ გაუკეთებია, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მხოლოდ ის ვიცით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ორდღიანი გასაჩივრების ვადა და აუცილებლად გამოვიყენებთ მას. გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და სწორედ სააპელაციო სასამართლოს შემდგომ გვეცოდინება უკვე აღნიშნულ ფაქტზე საბოლოო შედეგი!, – თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ საიამ საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა და მისი ბათილობა მოითხოვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები