LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

77
Untitled design (2)

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულია 10 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოზარდთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი არასწრულწლოვანი და დაშავებული ბავშვის დედა.

“ფორტუნას” ფაქტი დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები