სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა.
ორი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთმა პირმა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.