სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა.
ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, მათ შორის, 6 ადამიანი სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის განცხადებით შემოყვანილი 6 პაციენტიდან ორს პირველადი დახმარება გაეწია. მისი თქმით დანარჩენი 4 დაშავებული, მათ შორის 10 წლის ბავშვი კატასტროფის სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძროაბის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: radioatinati.ge