ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სენაკის სოფელ კოტიანეთში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელი აქვს გამოჭრილი და ის საკუთარი სახლის ეზოში მამამ იპოვა.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მინდინარეობისას მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.