სენაკში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ორმოში იპოვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი აღმოაჩინეს დევნილთა დასახლების სიახლოვეს, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცს ოჯახი არ ჰყავს, ის ხშირად სვამდა და საცხოვრებლამდე მისვლას ვეღარ ახერხებდა.
“ფორტუნა” მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.