LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს

103
1

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.

კენჭისყრაში სულ საკრებულოს 17 წევრი მონაწილეობდა .კაჭარავას მხარი დაუჭირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ქართული ოცნების” წევრებს კი პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

ვეფხია რუსიამ გადაწყვეტილების მიზეზად წნეხი და ზეწოლა დაასახელა.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, აპარატის უფროსის ხელმოწერა, სხდომის ხელმძღვანელის სევდია უგრეხელიძის ხელმოწერით ჩანაცვლდა.

შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოში 33 დეპუტატია – 16 “ქართული ოცნებიდან”, 13 “ნაციონალური მოძრაობიდან”, 4 კი პარტია “საქართველოსთვის” წევრია.

“ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებასაც ითხოვენ:

“როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიის წევრები 9 თებერვალს შეიკრიბნენ და მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნისთვის საკმარისი კვორუმი არ იყო, რაც გულისხმობს 17 წევრის დასწრებას, მათ კანონის უხეში დარღვევით მიიღეს ქართული სამართლისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია. ასევე აღიარეს ოპოზიციური წევრის ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება”, – თქვა “ქართული ოცნების” წევრმა სანდრო ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, პარტია “საქართველოსთვის” წევრია საკრებულოს თავმჯდომარე წალენჯიხაში, ასევე რუსთავში.

ფოტო: IPN