LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკის სპეციალისტები “თელმიკოსა” და “თელასში” დღეიდან შევლენ

77
semeki-1522326924

დღეიდან სემეკის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი “თელმიკოსა” და “თელასში” შედიან.

შესწავლის პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ თუ არასწორი დარიცხვები გამოვლინდება, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან.

ენერგოკომპანიებში შესვლის გადაწყვეტილება სემეკმა ასამდე მოქალაქის მიერ დაწერილი საჩივრების შედეგად მიიღო.

კომპანიების შემოწმების პროცესში ჩართულია ენერგოომბუდსმენიც.

“კომპანიასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ყოველმხრივი გენერალური შემოწმება. იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ, მთლიანად, ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ.

როგორც ენერგოომბუდსმენი აცხადებს, ამ შესწავლით დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსია და რა მეთოდით იწარმოება აღრიცხვა, აქვთ თუ არა შესაძლებლობა მრიცხველიდან ჩვენებები ამოიწერონ, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, როდის გადაგზავნიან, რამდენი წუთით გვიანდება ეს პროცესი და ა.შ.

“ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არის გადახდილი აბონენტების მხრიდან, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე“, – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები