საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში დაპირისპირების შედეგად შექმნილი ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიცია მივიდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “სემეკში” ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების განხილვა დაიწყო. განხილვის საშუალება მათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა არ მისცეს.
პარტიის წარმომადგენლებმა სხდომის მიმდინარეობის დროს, კომისიის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და მათ “მაღალანაზღაურებადი თოჯინები” უწოდეს.
„ლეიბორსტული პარტიის“ წევრები მოითხოვენ, “სემეკმა” ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდაზე უარი თქვას.