სემეკ-მა გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი დაადგინა.
კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ყველა კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.
“საქართველო გაზის ტრანსპორტირების” კომპანიამ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკ-ს 2017 წლის დასაწყისში მიმართა. გადახედვის მოტივი ქსელის მოწესრიგებისთვის განხორციელებული ინვესტიციებია.
სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5 პროცენტია. შესაბამისად, შესაძლოა, ამ ცვლილებამ გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მოახდინოს გავლენა. ახალ სამომხმარებლო ტარიფს კომისია სწორედ ხვალ გამოაცხადებს.
ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება.