54 წლის სელინ დიონს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადების SPS (Stiff Person Syndrome) დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მომღერალმა პოსტის საშუალებით განაცხადა.
„დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ცოტა ხნის წინ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ იშვიათი დაავადების შესწავლის პროცესში ვართ, ახლა ვიცით, რომ ჩემს სპაზმებს სწორედ ის იწვევდა“, – განაცხადა დიონმა.
დაავადების ძირითადი სიმპტომი კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ამ სინდრომს ხშირად „გაქანდაკებას“ უწოდებენ. სიმპტომები ნელ-ნელა პროგრესირებს და საბოლოოდ ადამიანს სიარულისა და საუბრის უნარი ეზღუდება.
ამის გამო მომღერალმა თებერვალში დაგეგმილი ევროპის ტურნე გააუქმა.
სელინ დიონი ამბობს, რომ ქმრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც, ახალ სიყვარულს გამორიცხავს
„ძვირფასო, უშიშარო უკრაინელებო, შოკირებული და დამწუხრებული ვარ“ – სელინ დიონის მიმართვა