LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონმა კრიტიკოსებს კიდევ უფრო უცნაური იმიჯით უპასუხა (ფოტო)

dion

სელინ დიონმა ცოტა ხნის წინ მის გარშემო აგორებულ კამპანიას ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა. კითხვაზე, რატომ დაიკლო წონაში ბოლო დროს, მომღერალმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ცხოვრების უფლება მისცენ.

50 წლის ვარსკვლავი განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ჩაცმის უცნაური სტილის გამოც. ამჯერად კი ვარსკვლავმა კრიტიკოსებს კიდევ უფრო უცნაური იმიჯით უპასუხა.

პაპარაცებმა კანადელი მომღერალი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროსთან გადაიღეს, როდესაც ის „მარჯიელას“ ყვითელ ასიმეტრიულ კაბასა და დიდი ზომის ბოტასებში იყო გამოწყობილი. ექსცენტრიულ ანსამბლს კი დიდი ზომის ნაქსოვი ჟაკეტი ასრულებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები