სელინ დიონი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც დაგეგმილი კონცერტების პარალელურად მოდური გამოსვლების ნამდვილ შოუს აწყობს. 51 წლის მომღერალს პაპარაცები ფეხდაფეხ დასდევენ, მისი უცნაური ლუქები კი ინტერნეტს იპყრობს.
მიმდინარე კვირას სელინ დიონი სამჯერ მოექცა მედიის ყურადღების ცენტში. ერთხელ კუბოკრული მოკლე კაბით, რომელსაც მუშკეტერის ქუდი დ მოსასხამი ამშვენებდა, მეორედ იასამნისფერი სპორტული სამოსით, ხოლო მესამედ ტყავის ტოპითა და ოქროსფერი გოფრირებული ქვედაბოლოთი.
ბოლო დროს სელინ დიონმა მკვეთრად შეცვალა ჩაცმის სტილი და კლასიკური ავანგარდულით ჩაანაცვლა.