სელინ დიონის კონცერტები ლას-ვეგასში დასრულდა. ფინალური საღამო ემოციური აღმოჩნდა, როგორც დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე თავად კანადელი შემსრულებლისთვის.
საქმე ისაა, რომ შოუს დასკვნითი ნაწილი 51 წლის მომღერალმა მეუღლეს, რენე ანჟელილს მიუძღვნა. სიმღერის Flying On My Own პრემიერისას, მონიტორზე ლეგენდარული არტისტისა და მისი გარდაცვლილი ქმრის ფოტო გამოჩნდა, რა დროსაც სცენაზე ვარსკვლავური წყვილის შვილები გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ სელინ დიონის მეუღლე, რენე ანჟელილი, რომელზეც მან 1994 წელს იქორწინა, 2016 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა.