LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი ამბობს, რომ ქმრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც, ახალ სიყვარულს გამორიცხავს

1090
selindion345

სელინ დიონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა. 53 წლის კანადელმა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „დღის შოუ ორშაბათობით“, სადაც ცოტა პირადზეც ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა მომღერალი ახალ ურთიერთობებზე ქმრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, სელინ დიონი პასუხობს, რომ არა: ,,არ ვიცი, რა გითხრათ, ახალ ურთიერთობასა და სიყვარულს ახლა ვერ განვიხილავ“ – დასძენს სელინ დიონი.

მომღერალი რენე ანჯელილისთან გატარებულ 22 წელს იხსენებს და ამბობს, რომ რენე მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო. ამიტომ მომღერლის თქმით, ახლა ის მთლიანად შვილებსა და ოჯახზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, მისი და რენეს სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ სხვისთვის ადგილი უბრალოდ არ რჩება.

შეგახსენებთ, რომ სელინ დიონის მეუღლე, რენე ანჯელილი 2016 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები