LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი უფრო საშიშია ვიდრე ზვიგენი: ახალი კვლევა

145
Screenshot 2024-01-25 134337

მსოფლიოში სელფის გამო ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ზვიგენების თავდასხმისგან. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალმა Travel Medicine გამოაქვეყნა.

2008 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში სელფის გადაღებასთან დაკავშირებული 379 გარდაცვალებაა დაფიქსირებული. ამასთან, უჩვეულო ფოტოს გადაღების სურვილმა 140 ტურისტის ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია. სიმაღლიდან ვარდნამ მთელი სტატისტიკის 49,9% შეადგინა, მეორე ადგილზეა – სატრანსპორტო შემთხვევები 28,4%-ით და მესამეა – დახრჩობა 15,3%-იანი მაჩვენებლით.

სამწუხაროდ, ადამიანებს გამორჩეული კადრის აღბეჭდვის სურვილი წარმოუდგენელ რისკს აწევინებს და ეს კადრი ხშირად მათ ცხოვრებაში საბოლოოა.

სელფის მსხვერპლთა საშუალო ასაკი ამ პერიოდში 24,4 წელი იყო. ქალბატონთა უმრავლესობა უფრო ხშირად სიმაღლიდან ვარდნას ეწირებოდა, მაშინ როცა მამაკაცები უმეტესად სატრანსპორტო შემთხვევების დროს იხოცებოდნენ.

რაც შეეხებათ ზვიგენებს, მათ თავდასხმას ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 90 ფატალური შემთხვევა უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები