გუშინ ღამით მსახიობმა ქეით ჰადსონმა სახლში გოგონებისთვის წვეულება გამართა, სადაც უახლოეს მეგობრებს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ბრიტნი სპირსი და ხიზერ პერი. მეგობრებმა ღამის წვეულებიდან სელფი გადაიღეს და მალევე ატვირთეს Instagram-ზე.
ბრიტნი სპირსი ბოლო დროს ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბოლოს ის ნილ პატრიკ ჰარისის გადაცემაში გამოჩნდა, ხოლო 46 წლის ქეით ჰადსონი რამდენჯერმე 23 წლის მომღერლის, ნიკ ჯონასის კომპანიაში შენიშნეს.