LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი არა, სალამური აკვნესეთ: ფიფამ აკრძალული ნივთები დაადგინა

44

ფიფამ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე სელფის ჯოხები აკრძალა.

არის საშიშროება, რომ ისინი შეიძლება ჩხუბში გამოიყენონ.

ფიფამ მაყურებლის მოქცევის წესები დაამტკიცა და ტრიბუნებზე შესატანი 50 აკრძალული საგნის სიაც ჩამოწერა.

სტანდარტული აკრძალვის გარდა – იარაღი, ასაფეთქებელი, პიროტექნიკა, ალკოჰოლი – სტადიონზე არ შეიძლება დრონის, 25 სმ-ზე გრძელი ქოლგის და სელფი-ჯოხის შეტანა, რადგან ისინი ჩხუბის დროს შეიძლება გამოიყენონ.

 

აკრძალვა ეხება მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც, გამონაკლისია მხოლოდ სალამური და ბუკი.

საჭიროების შემთხვევაში ფიფას წესები შეიძლება დაკორექტირდეს. მაგალითად, კონფედერაციის თასზე გულშემატკივრებს ნებისმიერი ზომის ქოლგის შეტანის ნება დართეს, რადგან იმ პერიოდში წვიმები იყო.

2018 წლის მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.

ბილეთების გადაყიდვისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯარიმა დაწესდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები