LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესი სუპერფანს დაუპირისპირდა და დამარცხდა

177
Untitled

ჯიმი კიმელმა სელენა გომესი ეშლი მენდოსას დაუპირისპირა. ეს უკანასკნელი ამერიკელი ვარსკვლავის სუპერფანია, რომელმაც აღმოჩნდა, რომ ზედმიწევნით იცის მისი კუმირის ცხოვრება და კარიერა.

სახალისო ჩელენჯში – ,,ვინ უკეთ იცნობს სელენას?”, მან სწორად იმაზე მეტ შეკითხვას უპასუხა, ვიდრე თავად სელენამ საკუთარ თავზე. 31 წლის არტისტს ბევრი რამ არც კი ახსოვდა, რაზეც ემოციები არ დაუმალავს. გამოწვევა, რომელშიც უამრავ საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი, რა თქმა უნდა, ეშლის გამარჯვებით დასრულდა.

თამაშისას გაირკვა, რომ ბრიტნი სპირსი პირველი იყო, ვის კონცერტსაც სელენა დაესწრო. სელენა ასევე გამოტყდა, რომ მისი კოცნა დილან სპროუსთან ცხოვრებაშიც პირველი იყო და ეკრანზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები