LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Seat სერიულ ელექტროქარს შექმნის

70
seatnews19

ესპანურმა ბრენდმა Seat-მა თავისი პირველი ელექტრონული მოდელი – Mii electric წარადგინა. ისევე როგორც მწარმოებლის სხვა ავტომობილები, სიახლეც Volkswagen e-up-ის აგრეგატზეა აგებული და ერთი დამუხტვით 260 კმ-ს გავლა შეუძლია.

Seat Mii-ს ძრავი მთლიანად skoda Citigo-დანაა ნასესხები. ანუ ეს არის ელექტროძრავი რომელსაც 83 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ელემენტი 40 კილოვატის მოცულობისაა და 80%-მდე დასამუხტად ზუსტად ერთი საათი სჭირდება. ავტომობილის სვლის მარაგი 260 კილომეტრია, ანუ Skoda-ს მაჩვენებელზე 5 კილომეტრით ნაკლები.

0-დან 50 კილომეტრს ელექტროქარი 3,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები