LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Seat-მა ახალი მოდელი ცაში გაუშვა

34

კომპანია Seat-მა ბარსელონაში ახალი მოდელის – Arona-ს უჩვეულო პრომოაქცია მოაწყო. ავტომობილი ვერტმფრენის საშუალებით ცაში აწია, თავად ვერტმფრენიდან კი ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა.

ქროსოვერი ვერტმფრენს სპეციალურად მომზადებულ H-ის მაგვარ პლატფორმას მიამაგრეს. ფრენა 300 მეტრის სიმაღლეზე, ქალაქის სანაპირო ზოლში 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვერტმფრენმა 80 კმ/სთ განავითარა.

ავტომობილი საფრენი აპარატიდან 20 მეტრის დაშორებით იყო, ხოლო ვერტმფრენს 15 წლის სტაჟის მქონე პილოტი მართავდა.

Seat Arona ივნისში გამოჩნდა. კომპაქტური მოდელი MQB A0-ის პლტფორმაზეა აგებული და კონკურენციას Citroen C3 Aircross-ს, Hyundai Kona-ს, Kia Stonic-სა და Nissan Juke-ს გაუწევს.

Arona-ს აღჭურვილობაში ადაპტირებული კრუიზი, უკანა ხედვის კამერა, უგასაღებო დაქოქვა, ავტოპარკირება, სმარტფონისთვის უსადენო დამუხტვის სისტემა, მულტიმედიური კომპლექსი და Beats-ის აუდიოსიისტემა შედის.

ფართო საზოგადოებას სიახლეს შემოდგომაზე, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები