LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო – კობახიძე „შინ ევროპისკენ“ აქციაზე

96
BeFunky-collage (8)

„სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო. იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი, ხომ? მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად ასეთი ადამიანები იდგნენ სცენაზე“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „შინ ევროპისკენ“ გამართული აქციების სპიკერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პატრიოტი ადამიანი და ის ქვეყნიდან არ უნდა წავიდეს.

„სხვათა შორის ერთ ევროპარლამენტარს მაიკლ გალერს წამოსცდა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ანუ, ნახეთ როგორ ესმით პატრიოტიზმი, ანუ პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რამე მსგავსი ფენომენი გაუგიათ. ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაჰბარდეთ ქვეყანა, ხომ?“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები