დღეს, 4 ნოემბერს, რეგიონში ყველაზე დიდი SBC Digital Summit CIS დაიწყო. როგორც სამიტის ბეთინგ პარტნიორი, კომპანია “აჭარაბეთის” გუნდის წევრები ირაკლი ასანიშვილი- Deputy CEO, ირაკლი დავარაშვილი- CMO , გიორგი გვენეტაძე – Gaming Director და ვახტანგ მდივანი – Head of Product Marketing Department სამიტზე დამსწრე აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
“CIS რეგიონი ბოლო წლებში ძალიან საინტერესოდ ვითარდება და აქვს შესაძლებლობა, გახდეს ფლაგმანი ქვეყანა გემბლინგის ინდუსტრიაში, SBC CIS Digital Summit არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის და გამოცდილების მქონე პროფესიონალებმა გაუზიარონ გამოცდილება დაინტერესებულ ადამიანებს სრულიად უფასოდ. აჭარაბეთისთვის , როგორც რეგიონში ლიდერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება,“- განაცხადა აჭარაბეთის პროდუქტების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ვახტანგ მდივანმა.
“დღეს გაიხსნა CIS-ის რეგიონში ყველაზე მსხვილი ონლაინ დიჯითალ სამიტი გეიმინგის მიმართულებით , რომელიც დაორგანიზდა SBC Gaming-ის და სპორტ მედიაჰოლდინგის თანამშრომლობის შედეგად, რაც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ამხელა რეგიონში ამ კონფერენციის ოფიციალური ბეთინგ პარტნიორია აჭარაბეთი და ძალიან მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით. რაც შეეხება სამიტს კონფერენციაზე გათვალისწინებულია 20-ამდე პანელ დისკუსია, ასევე იქნება რამდენიმე ნეთვორქინგის ადგილი, სადაც უშუალოდ ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას რომ შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიგონ ახალი ინფორმაცია, მოუსმინონ ახალ ადამიანებს და ეს ყველაფერი შემდეგ თავიანთ სამუშაო მიზნებში გამოიყენონ და ასახონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო გეიმინგის ინდუსტრიის განვითარებისთვის რეგიონში და საქართველოში, არამედ თვითონ დიჯითალ ბიზნესის მიმართულების განვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ ეხლა მოგვიტანა ის, რომ რეალურად ნებისმიერი სახის ღონისძიება ხდება ონლაინში და ამაზე უნდა გადავეწყოთ,“- ამბობს „სპორტს მედიაჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი.