„ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა და ეს წინასაარჩევნო პროგრამაში გვქონდა მოცემული,“ – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპად სამუშოების განხორციელება იგეგმება.
„ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება–რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენაა მიმართული და, მეორე მხრივ, – განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ.
ჩვენ ვგეგმავთ მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ და მგზავრთა რაოდენობა გავზარდოთ. ავტობუსების პარკის განახლებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ და ვაპირებთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას.
ასევე, გეგმაშია დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა, მიკროავტობუსების გაჩერებების რეგულირება და სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის განსაზღვრა,“- აღნიშნა კალაძემ.