Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრს პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრს პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს

105

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა –  2017-2019 გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“-ზე მისმა გუნდმა იმუშავა, რომელსაც ქურდაძეც დაემატა.

„გუნდს დავემატეთ რამდენიმე ადამიანი, აღმოჩნდა ისე რომ სრულ თანხვედრაში მოვიდა ჩვენი გეგმები. მათ ჰქონდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევარი. მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი  თავი დავინახეთ იმ რეფორმის გაგრძელებაში,რომელიც გარკვეულწილად შეფერხდა სხვადასხვა ობიექტური და შეიძლება ითქვას. ობიექტური მიზეზების გამო.

ორი-სამი დღის წინ, პაატა ქურდაძემ გვითხრა საბოლოო თანხმობა და ის არის ერთ-ერთი თანაავტორი ამ გეგმისა. პაატა ქურდაძე დაიკავებს სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობას“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.