LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში აირჩიეს ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში – პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარი არ დაუჭირა 

128
Untitled design (21)

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ სამ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა მხოლოდ ორი წევრი აირჩია.

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ახალი 3 წევრის არჩევის საკითხს უყარა კენჭი.

პარლამენტმა 108 ხმით მხარი დაუჭირა ლაშა ტუღუშის არჩევას. ლაშა ტუღუში ომბუდსმენის მიერ დასახლებული კანდიდატია.

უმცირესობის კანდიდატმა ლიკა შავგულიძემ მხოლოდ 31 ხმა მიიღო და შესაბამისად, არ იქნა არჩეული საბჭოს წევრად. ის  “ნაციონალურმა მოძრაობის“ კანდიდატი იყო.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრად 83 ხმით იქნა არჩეული. ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა ასარჩევად პარლამენტს ფრაქცია – “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

კენჭისყრამდე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უმცირესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

“იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური ჯგუფებისთვის კვოტები არსებობს, საპარლამენტო ტრადიციის შესაბამისად, გვქონდა მცდელობა, რომ ლია შავგულიძის კანდიდატურის წარმდგენ ოპონენტებს ჩვენი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, რაზეც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ.

შესაბამისად, ჩვენ მათ კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კენჭისყრის წინ.

ახალი წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით მოხდა.