LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებელი: ეროვნულმა ჟიურიმ ევროვიზიაზე უკრაინას უმაღლესი – 12 ქულა დაუწერა, ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა კონკურსის ორგანიზატორებს

411
ukraine-2022-kalush-orchestra-28

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ევროვიზიაზე ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი შეფასება მისცა და 12 ქულა დაუწერა.

როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც, რომელიც კონკურსის ორგანიზატორებს გადაუგზავნეს.

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ცნობილია – კონკურსი უკრაინამ მოიგო

“ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას,” – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციაში.

ჯგუფი Kalush Orchestra: გავიმარჯვეთ არა ჩვენთვის, არამედ ყველა უკრაინელისთვის

ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღესაც, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ – ზელენსკი

რუსლან სტეფანჩუკი: დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია, ვიმედოვნებთ, რომ ევროვიზია 2023-ს უკრაინულ ყირიმში ჩავატარებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები