LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ,,GDS“-ის 14 თანამშრომელი იწყებს მუშაობას – GARB

111

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ,,GDS“-ის 14 თანამშრომელი იწყებს მუშაობას და საკითხი გუშინ გამართულ თათბირზე განიხილეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ავრცელებს.

GARB-ის ცნობით, არხის გენერალური დირექტორი აღნიშნულს არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს.

მისი განმარტებით, არხზე კადრების განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მაუწყებელი მზადაა, მიიღოს თანამშრომლები ნებისმიერი ტელევიზიიდან. მისივე თქმით, ახალ თანამშრომელთა ნაწილი კანონის მოთხოვნის შესაბამისად კონკურს დაექვემდებარება, ნაწილი კი – არა.

GARB-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, შესაძლოა,  2030-ის წამყვანმა მაკა ცინცაძემაც გადაინაცვლოს, რაც ასევე არ უარყო მაღლაფერიძემ.