პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად სახელმწიფო სელექციურობით ხასიათდება.
აღნიშნული განცხადების საფუძველს ანა დოლიძეს დღევანდელი სასამართლო აძლევს.
„სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა „პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ, კი 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“. – განაცხადა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ფოტო: ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა