LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოება შეურაცხყოფილია“ – გივი მიქანაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

167
givi-miqanadze_w_h

„თუ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ კარგად ჩანს საზოგადოების რეაქცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. საზოგადოების უდიდეს ნაწილს 2018 წელს არ დაუჭერია მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც დანაშაულში არიან მხილებულები იყვნენ გათავისუფლებულები. ღმერთმა უწყის რა მოტივით და საფუძვლით მოხდა მათი გათავისუფლება. როცა საზოგადოება ხედავს, რომ პრეზიდენტი რომელიც მათ აირჩიეს ვერ უძლებს ზეწოლას, რომელიც რადიკალური ჯგუფებისგან მოდის, ამით საზოგადოება არის შეურაცხყოფილი. შესაბამისად ის მკვეთრი განცხადებები რაც კეთდება არავისთვის გასაკვირი არ არის“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მომკალით და არ მგონია სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი“ – თაკო ჩარკვიანი

მმართველი გუნდის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა ზეწოლას ვერ გაუძლო, მათ შორის ევროპარლამენტარების მხრიდანაც.

„არაერთი განცხადება გაკეთდა პრეზიდენტისთვის მოწოდების კუთხით, ქვეყნის შიგნით, თუმცა ვიცით, რომ არიან პოლიტიკოსები ქვეყნის გარეთ რომლებიც მხარეს წარმოადგენენ და ნაციონალური მოძრაობის ლობისტები არიან. ზურაბიშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლო მათ შორის ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ისეთი ოდიოზური ფიგურების მხრიდან, როგორიცაა კუბილიუსი, ლექსმანი და აშ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი

ლიზა იასკო: „ჰგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერის ღმერთია და თუ სრულად გამოჯანმრთელდება, მორიგ რევოლუციას უხელმძღვანელებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები