საზოგადოება ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით ძალიან დაიღალა – რამდენჯერაც არჩევნებს წააგებენ და საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურია, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან, აწყობენ დესტრუქციას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და არავის სცალია იმისთვის, რომ სახელმწიფომ რამდენიმე ადამიანის ქუჩაში სირბილზე დახარჯოს რესურსი.
მაჭარაშვილმა აქციის თარიღზეც ისაუბრა.
“რაც შეეხება 7 ნოემბერს, სიმბოლურია, რომ ამ დღეს უნდოდათ აქციის გამართვა. ეს ხალხი ვერაფერზე თანხმდება, ვერც იმაზე, რა დღეს გამართონ აქცია“
დაანონსებულ აქციაზე სუბრისას, “ქართული ოცნების” წევრმა აღნიშნა, რომ კანონის ფარგლებში აქციების გამართვა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.