LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზიარებელ კოვზს ადამიანი უბრალოდ რომ შეეხოს, აუცილებლად განიკურნება: მეუფე დანიელი

233
BeFunky-collage (4)

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ზიარების უსაფრთხოებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  საზიარებელი კოვზი ღვთიური ენერგიის მატარებელია და ადამიანი, რომელიც ამ კოვზს უბრალოდ შეეხება, “რომც არ ეზიაროს, ის აუცილებლად განიკურნება”. ამის შესახებ მეუფემ “ტვ პირველთან” ისაუბრა.

“ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო ადამიანების ჯანმრთელობისთვის”,- ამბობს მიტროპოლიტი.

ვირუსის შიდა გავრცელების და მკაცრი შეზღუდვების ფონზე, ეკლესიებში მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ.

მართლმადიდებელი მრევლი დღეს ტაძრებში ისევ შეიკრიბა. ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები