LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზღვრის უკანონო კვეთის” საქმეზე დღეს სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

69
მიშა სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა დღესაც ბრალდებულის გარეშე ჩაივლის. მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო “ვივა მედის” კლინიკიდან სასამართლოში მისვლას ვერ ახერხებს.

“მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არის კვლავინდებურად უცვლელი. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის ვიზიტიც შედგა გუშინ. რაც შეეხება პროცესს, ეხება ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს, სადაც ბრალდება პრეზიდენტის მიმართ არის, რომ მან გადმოკვეთა საკუთარი ქვეყნის საზღვარი, ბუნებრივია, ბრალდება არის პოლიტიკური, მას ასეთივე შეფასება აქვს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. პროცესი, სავარაუდოდ, გადაიდება, რადგან მიხეილ სააკაშვილი დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატები და ექიმები კი საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის კომპლექსური შეფასებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები