მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულთა პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში შედგება.
საუბარია ელგუჯა ცომაიაიზე, მამა შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეზე. ოთხივე მათგანს გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.
წინა სასამართლო სხდომაზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლემ, გადასინჯვის შემდგომ, ძალაში დატოვა.