საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა დანიშნული.
სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დაესწრება ბრალდებული ექსპრეზიდენტი. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.
დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და სავარაუდოდ, საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.