ამერიკის პრეზიდენტი მექსიკასთან კედლის აშენებას იწყებს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხვალ დიდი დღე იქნება. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ კედელს ავაშენებთ,“ – დაწერა ტრამპმა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, კედლის მშენებლობის შესახებ განკარგულებას რამდენიმე საათში გასცემს. მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე რეზონანსულ დოკუმენტს მოწერს ხელს, რომელიც საზღვრებზე იმიგრაციის გამკაცრებას უკავშირდება.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის 7 ქვეყნის მოსახლეობას აშშ-ს ვიზის აღება ძალიან გაურთულდება.
მექსიკის საზღვართან კედელი 3 ათას კმ-ზე გრძელი იქნება.
Big day planned on NATIONAL SECURITY tomorrow. Among many other things, we will build the wall!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 25, 2017