LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

77

მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებამ ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალი შესაძლებლობა მისცა, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელა მამუკა ახალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სააგენტოს ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, სააგენტოს მთავარი მიღწევა ქართული დროშის შავი სიიდან ამოღებაა, რასაც საზღვაო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწა და აუდიტორული შემოწმების წარმატებით გავლა მოჰყვა.

მამუკა ახალაძის განცხადებით, გემებისთვის შემცირებული სარეგისტრაციო ტარიფები, წარმატებული საერთაშორისო აუდიტები (EMSA, IMSAS), მეზღვაურთა ელექტრონული სახელმწიფო რეესტრი, ზღვაზე ძებნა/გადარჩენის რეაგირების მზადყოფნა და საზღვაო სახელწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები საზღვაო სააგენტოს წარმატებულ პროექტებში აღინუსხა.

”საზღვაო სააგენტოსთვის პრიორიტეტად რჩება მეზღვაურთა განათლების ხარისხის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. სააგენტოს სამომავლო გეგმებში კი, შედის ქართული დროშით მცურავი გემების რაოდენობის გაზრდა და საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი იახტების საქართველოში მოზიდვა” – განაცხადა ახალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები