LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზეიმო მიღებაზე „ფორტუნას“ 18 წლის, ხოლო „ავტორადიოს“ 9 წლის იუბილე აღინიშნა!..

47

Ardaidardo.Geდღეს 31 დეკემბერს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ახალ წელთან ერთად, მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავს. რადიო „ფორტუნა“ 18 წლის, ხოლო „ავტორადიო“ 9 წლის გახდა!. ყოველ 31 დეკემბერს ჰოლდინგი ამ თარიღს განსაკუთრებულად ზეიმობს და არც წელს ყოფილა გამონაკლისი. 2015 წლის მიწურულს, ცნობილ სახეებთან ერთად, გასული წელიწადის მნიშვნელოვანი მიღწევები შეჯამდა – „ფორტუნას“ ჰოლდინგი კვლავ ლიდერია, ოთხივე რადიო: „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ მსმენელებს შორის, ხოლო ტელეარხი „მიუზიკბოქსი“, მაყურებელს შორის, განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, ბიზნესპარტნიორებს გამორჩეულ ნდობას იმსახურებს და მათი კარი ყოველთვის ღიაა ახალ-ახალი სიმღერებისა თუ საინტერესო პროექტებისთვის.

 

რადიოჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ თავის გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 2015 წელი იმითაც იყო  მნიშვნელოვანი, რომ ჰოლდინგი ახალი ინტერნეტსაიტებით გაძლიერდა, თითოეული მათგანი უკვე სარგებლობს პოპულარობით მკითხველთა შორის და მათ საინტერესო და ექსკლუზიური მასალებითა და ფოტოსესიებით ანებივრებს. 2016 წელი „ფორტუნას“ საიტების განვითარებასაც დაეთმობა.

„ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღე პოპულარულმა სახეებმაც მოგვილოცეს.

გიორგი სუხიტაშვილი:

ამ პატიოსანმა დაწესებულებამ, რომელსაც „ფორტუნა“ ჰქვია, დამპატიჟა საკუთარ დაბადების დღეზე. ყველა საქმე გადავდე, რომ აქ მოვსულიყავი. მინდა, მოგილოცოთ, მინდა, მაგრად იყოთ. ო-ჰო-ჰოოო, თოვლის ბაბუასავითაც მოგილოცავთ (იღიმის).

რაც შეეხება ახალ წელს, ათ წელზე მეტია, ვერ ვხვდები ახალ წელს ოჯახთან ერთად, გოზინაყს ვერ ვურევ და დილით ცივ საჭმელებს გეახლებით, მაგრამ ტყუილად კი არ გამოვდივარ სახლიდან, რომ ქუჩაში ვიდგე, მსმენელის წინაშე გამოვდივარ და ვულოცავ ხოლმე დღესასწაულს (იღიმის).

ლაშა კერვალიძე, „თეატრალურის კვარტეტი“:

გილოცავთ! მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 12 წელია, ჩვენი კვარტეტი არსებობს და ამ წლების განმავლობაში მუდამ ვგრძნობთ ამ საუკეთესო ხალხის გვერდით დგომას. მათი მეშვეობით ვაცნობთ ჩვენს შემოქმედებას ხალხს და ძალიან ბედნიერები ვართ. დიდი მადლობა, თქვენ, „ფორტუნას“, მრავალს დაესწარით და ბედნიერები იყავით. ჩვენ კი ახალ წელს ზუგდიდში შევხვდებით, კონცერტზე. ახალ წელს ოჯახებთან ერთად ვერ ვხვდებით, წელს გამონაკლისი იყო ის, რომ ოჯახთან ერთად გოზინაყი გავაკეთე და გახარებული მივდივარ ზუგდიდში.

სოფო ბედია:

ვულოცავ „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეს. ვუსურვებ წარმატებებს, წინასვლას და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. ბედნიერების, სიკეთის, ერთინოაბის და თავისუფლების წელი ყოფილიყოს.

ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები, მერე კი რამდენიმე კონცერტი მაქვს. მეუღლემ მომილოცა და მეც გავუკეთე საჩუქარი, მგონი, ძალიან მოეწონა, „აიფონ 6“ ვაჩუქე, მანაც ბევრი საჩუქარი მომიძღვნა, ერთ-ერთი, „ბულგარის“ ბეჭედი ორი კვირის წინ მივიღე მისგან, მაგრამ ეს არ ითვლება საახალწლოდ და კიდევ ველოდები მისგან საჩუქარს.

დათო არჩვაძე:

იცი, როგორ მიყვარს ორივე რადიო? ძალიან დიდი მნიშვნელობის რადიოებია!.. ვულოცავ „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.

ახალ წელს კი პირველი შემთხვევა იქნება, როცა საღამოს 11 საათზე სახლში ვიქნები. მთელი ოჯახი შევიკრიბებით, პირველი წელია, ამერიკაში არ ვართ ამ დროს. 2016 წლისგან კი მატებას, გამრავლებას ველოდები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია (იღიმის). რაც შეეხება საქმეს, უამრავი ახალი სიმღერა იქნება და ასევე საინტერესო პროექტები.


ბახვა ბრეგვაძე:

გილოცავთ!.. ეს არის ნამდვილად უკონკურენტო და ჩემთვის საყვარელი რადიოჰოლდინგი. 31 დეკემბერს გადატვირთული დღე მაქვს, მაგრამ ყოველთვის მოვდივარ მოსალოცად. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ, არ ვიცი, მაგრამ იქნებ, შესაძლებელია? ჰოდა, ამას გისურვებთ. მინდა, თქვენთვის და ყველა თანამშრომლისთვის იყოს ბედნიერი და საინტერესო წელიწადი.

ახალ წელს შინ შევხვდები, შემდეგ გავალ მეგობრებთან ერთად. წინა წელს „რუსთავის 2“-ის კონცერტზე ვიყავი და ვერ მივასწარი სახლში, წელს კი ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები.


მარკუს მეტრეველი:

„ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ ვუსურვებ, ბევრ წელს დარჩეს ასეთი აქტუალური, როგორიც დღეს არის. ხშირად ვარ თქვენი სტუმარი. სრულიად საქართველოს ვუსურვებ სიყვარულს, რაც ძალიან გვაკლია დღეს, ერთიანობასა და მშვიდობას. მრავალს დავესწროთ!..


გიო ხუციშვილი:

გილოცავთ!. „ფორტუნა“ ჩემთვის ძალიან ახლობელია, ეს არის ჩემი წლები და განვლილი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ ამ წელსაც მოვედი ახალი სიმღერის პრემიერით თქვენთან. წარმატებებს გისურვებთ!..


თეონა ჯორბენაძე:

ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს შოუბიზნესი, ანუ ამ მხრივ ბიზნესი არ კეთდება, სადაც ძალიან გვინდა, კლასიკას ჰქონდეს თავისი ადგილი, ჩემთვის და ჩვენი შემოქმედებითი გუნდისთვის, მნიშვნელოვანია რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს. ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რომ ვიმოქმედოთ და ვიმუშაოთ. წელს ჩვენ სოლიდური ერთობლივი პროექტები გამოგვივიდა: „კინომუსიკის შედევრები“, ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი „რუმსში“, ნინო ქათამაძის კონცერტი, საზღვარგარეთ ჩვენი ღონისძიებები, გია ყანჩელის 80 წლის იუბილე – „ფორტუნა“ სულ ჩვენ გვერდით იყო და ის მართლაც საიმედო და ძვირფასი პარტნიორია.

ღონისძიების წამყვანმა, თათა სადრაძემ „ფორტუნას“ მიერ დაწესებული პრიზები სტუმრებს შორის გაათამაშა, მომღერალმა თაკო ოქროპირიძემ კი საახალწლო სიმღერები შეასრულა, ორი რადიოს იუბილე „ქართული ხმებისა“ და „თეატრალურის კვარტეტის“ „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები